Wednesday, 4 November 2015

დღე მეცხრე

ყველაფერი საინტერესო იყო, მადლობა განათლების სამინისტროს

Wednesday, 28 October 2015

ტრენინგის მე-7 დღე

დავამთავრეთ ბუკლეტებზე მუშაობა ,გავეცანით შეფასების რუბრიკებს..

Wednesday, 21 October 2015

ტრენინგის მე-5 დღე

პორტფოლიოს ატვირთვა გაზიარება.
პოსტის გაზიარება მსოფლიო გვერდზე
ფოლდერის ატვირთვა დრაივში

პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

Thursday, 28 May 2015

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის მთავარი თემა
მძლეოსნობა
სწავლების საფეხური

10-კლასი
მოსწავლის პროფილი
12-მოსწავლე არ არის სსსმ


გაკვეთილის
მნიშვნელობა/აქტუალობა
დაეუფლებიან შორ მანძილზე ბურთის ტყორცნის ტექნიკას, ჯანსაღი ცხოვრების წესს

გაკვეთილის მიზნები და
შედეგები

 

სპ.X-XII.4  მოსწავლეს შეუძლია დაეუფლოს ყველა ძირითად და აუცილებელ მოძრაობით უნარ-ჩვევა

მოსწავლე შეძლებს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას
შეძლებს მძლეოსნობის ძირითადი ელემენტების გარჩევას

წინასწარი ცოდნა
მოწყობა,მისალმება, მარტივი გამამხნევებელი ვარჯიშები

შეფასების საგანი და
პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკით (განმსაზღვრელი)


სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
წამზომი

გაკვეთილის
მსვლელობა/საკლასო
მენეჯმენტი
ა.ფაზა-გამოწვევა-10წუთი
კლასის ორგანიზება
მასწავლებელი სვავს კითხვებს ინტერესის გასაღვივებლად:
ინვენტარი:წამზომი.
ჩატარების ადგილი:სპორტული მოედანი
მოსამზადებელი ნაწილი(10წთ): 1. მოწყობა, მისალმება,გაკვეთილის ამოცანების გაცნობა;
2.მოედნის გარშემო მწყობრი ნაბიჯით სიარული:
ა) სიარული ფეხის წვერებზე (ხელები თავს უკან,იდაყვები გაშლილი,სიარულის დროს წინ არ გადავიხაროთ,მოკლე ნაბიჯით);
ბ)სიარული ქუსლებზე (დავიცვათ სიარულის ტემპი, წინ არ გადავიხაროთ,მხრები გაშლილი უნდა გვქონდეს);
3. სირბილი დარბაზის ირგვლივ.
თუ მასწავლებელს არ მოეწონება მოსწავლის მდგომარეობა,სვამს და ასვენებს მას.ამ ვარჯიშის შესრულებისას პერიოდულად მოსვენებულ მდგომარეობაში და დატვირთვის შემდეგ აუცილებელია პულსის შემოწმება. მასწავლებელმა უნდა იცოდეს ყოველი მოსწავლის ფიზიოლოგიური მდგომარეობა.
პულსი შემდეგნაირად მოწმდება:მარცხენა ხელის მაჯაზე ან ყელზე ვიპოვოთ პულსი. მასწავლებლის ნიშანზე,,დავითვალოთ” მოსწავლეები ითვლიან. ნიშანზე შეჩერდით ამთავრებენ დარტყმების დათვლას. მოსწავლეები იმახსოვრებენ რიცხვს. მასწავლებელი ჩამოივლის მწკრივში და მოსწავლეები უსახელებენ საკუთარ პულსს, დათვლილს 15 წამის განმავლობაში. თუ რომელიმე მოსწავლეს მაღალი მაჩვენებელი აქვს, იგზავნება ექიმთან.
რბენის შემდეგ კლასი გადაეწყობა და მოემზადება ზოგადგანმავითარებელი ვარჯიშების შესასრულებლად.
ზოგადგანმავითარებელი ვარჯიში.
ბ. ფაზა. ძირითადი ნაწილი(30წთ)
2.მძლეოსნობის წესების გაცნობა: რბენა მოკლე მანძილზე.მოკლე მანძილზე რბენა ტარდება 30, 60, და 100 მეტრზე. აღნიშნულია საწყისი და ფინიშის ხაზი მკაცრად დაცულია ბილიკებზე რბენა.მსაჯი ალმით იძლევა რბენის დაწყების ნიშანს, საწყისი ძახილებია : ,,საწყისზე” ,,ყურადღება” ,,წინ’’
1.     რბენა 30, 60, და 100 მეტრზე. ამ ვარჯიშით შევამოწმოღ სიჩქარე.მოსწავლეები მწკრივად არიან მოწყობილი მაღალი სტარტი საარეკნო ფეხი ოდნავ წინ გამქნევი ფეხი უკან ტანი დავხაროთ წინ ძახილზე ,,სტარტზე’’ ყურადღება -წინ რბენა სრულდება სათითაოდ.
2.     ც. ფაზა. დასკვნითი ნაწილი(5წთ)
3.     მასწავლებლის ძახილძე კლასი მწკრივად მოეწუობა. მასწავლებელი შეაჯამებს შესწავლილ მასალას და დაასახელებს საუკეთესო შედეგებს მისცემს რეკომენდაციებს ამ თვისებების უკეთ განვითარებისათვის.




შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
1-4
5-6
7-8
9-10
მოსწავლემ იცის შეძლო და დაეუფლა ყველა ძირითად და აუცილებელ უნარ-ჩვევას
მოსწავლე ვერ დაეუფლა ყველა ძირითად და აუცილებელ უნარ-ჩვევას
მოსწავლემ ნაწილობრივ შეძლო დაუფლებოდა მოძრაობის უნარ-ჩვევებს
მოსწავლე მეტ -ნაკლებად შეძლო დაუფლებოდა ყველა ძირითად  აუცილებელ უნარ -ჩვევას
მოსწავლემ სრულად შეძლო დაუფლებოდა ყველა ძირითად აუცილებელ უნარ-ჩვევებს
მოსწავლემ შეძლო პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა
მოსწავლემ ვერ შეძლო  პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა
მოსწავლემ ნაწილობრივ შეძლო სამედიცინო დახმარების გაწევა
მოსწავლემ ხარვეზებით შეძლო სამედიცინო დახმარების გაწევა
მოსწავლემ შეძლო პირველადი დახმარების გაწევა
მოსწავლემ შეძლო ძირითადი ელემენტების გარჩევა
მოსწავლემ ვერ შეძლო ძირითადი ელემენტების გარჩევა
მოსწავლემ ნაწილობრივ  შეძლო ძირითადი ელემენტების გარჩევა
მოსწავლემ ხარვეზებით შეძლო ძირითადი ელემენტების გარჩევა
მოსწავლემ სრულად შეძლო ძირითადი ელემენტების გარჩევა